23:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 18:27:42, 2177 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ედიშერ ქარჩავა: დღეს არ ვიძლევი კომენტარს, ნინოობაა ჩვენთვის, ვისვენებთ

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა საქართველოს საპატრიარქოს  განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს ხვალ 11:00 საათზე, საპატრიარქოს შენობასთან გააკეთებს.

როგორც ქარჩავამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ნინოობას ისვენებს და კომენტარს არ იძლევა:

„ხვალ, 11 საათზე, გავაკეთებ განცხადებას საპატრიარქოსთან. გილოცავთ ნინოობას,  დღეს არ ვიძლევი კომენტარს,  ნინოობააა ჩვენთვის, ვისვენებთ“,-აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.

ცნობისთვის, საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნულია,  რომ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული.

„მის მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია.

ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული.

მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics