|
2017-06-01 10:15:16, 1769 ნახვა
საზოგადოება
პროექტი „ინოვაციები ინტეგრაციისთვის“ მიუსაფარი ბავშვების მონაწილეობით ჩატარდა
„ინოვაციები ინტეგრაციისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში World Vision საქართველომ განახორციელა. დასკვნით ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო. პროექტის მიზანი ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა იყო. მოზარდები 6 თვის განმავლობაში გადანაწილებულები იყვნენ სპორტის, თეატრისა და ფოტოგრაფიის ჯგუფებში. პროექტში დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლის ბენეფიციარებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. პროექტის მონაწილეებმა ფორუმთეატრი წარმოადგინეს, ხოლო ფოტოხელოვნების ჯგუფის წევრებმა საკუთარი ნამუშევრების ფოტოგამოფენა და ფოტოალბომის - „ჩემი ერთი დღე ქუჩაში“ პრეზენტაცია გამართეს; ასევე, გამოიფინა პროექტის მონაწილეებისა და World Vision-ის დღის და სადღეღამისო თავშესაფრის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთებიც; ნაჩვენები იყო ჩატარებული აქტივობების ამსახველი შემაჯამებელი ფილმიც. აქტივობებში 35 ბავშვი მონაწილეობდა. პროექტის მონიტორინგი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ განახორციელა. World Vision საქართველო, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ადმინისტრირებას უწევს 3 დღისა და სადღეღამისო თავშესაფარს, ასევე 3 მობილურ ჯგუფს თბილისსა და ქუთაისში. კანონით და ახალი რეფერირების ბრძანებით გათვალისწინებული ქმედებების გარდა, მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რაც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული და თავადაც იქნებიან ჩართულები. დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. მედიაციის სახლის სერვისებით 700-ზე მეტმა არასრულწლოვანმა უკვე ისარგებლა. მათ შორის 92 ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვია. (NS)
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)