|
2017-05-31 14:08:23, 1622 ნახვა
საზოგადოება
31 მაისი „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღეა
1987 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 31 მაისი „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 2017 წლის თებერვალში ომბუდსმენმა ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. მათივე ცნობით, ანგარიშის მომზადება განაპირობა საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების მაღალი მაჩვენებლების შედეგად სიკვდილიანობის, დაავადებათა და ეკონომიკური ტვირთის მასშტაბებმა, აგრეთვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვანი აღსრულების აუცილებლობამ და საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული დირექტივებისა და რეკომენდაციების განხორციელების საჭიროებამ. შემუშავდა მთელი რიგი რეკომენდაციები, როგორც საკანომდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით. საქართველოს სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის მაისში მხარი დაუჭირა თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს მოზარდი თაობის წარმომადგენელთათვის თამბაქოს პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას, დახურულ შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოხმარების სრულ აკრძალვას, აგრეთვე, თამბაქოს პროდუქციის პირდაპირ და ირიბ რეკლამირებასა და პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ აკრძალვებს. გაიწერა თამბაქოს პროდუქტის სადა შეფუთვის შემოღების ვალდებულებაც, რითაც მოხდა თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან და საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული დირექტივებსა და რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა. "სახალხო დამცველი მომავალშიც თვალს მიადევნებს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სფეროში სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და განახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით გამოვლენილი აქტივობის მონიტორინგს.ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად უნდა მიიღონ ყველა ზომა რათა ხელი შეუწყონ მოსახლეობის ყველა წევრის ჯანმრთელობის განმტკიცებას",-აღნიშნულია განცხადებაში. 2017 წლის 31 მაისის თემაა – „თამბაქო განვითარების საფრთხეა.“ ამ კამპანიის მიზანია წარმოაჩინოს ის საფრთხეები, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია უქმნის მდგრად განვითარებას ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის კუთხით.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)