21:49 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 12:19:16, 2315 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ზურა ჯაფარიძე: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადაცემის ფაქტი, ქვეყნისთვის დიდი კატასტროფაა

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძეს განცხადებით,  თუ  სახელმწიფოს ადამიანების უფლებების დაცვა არ შეუძლია, ეს სერიოზული საფრთხეა.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ჟურნალისტის გადაცემის ფაქტი ქვეყნისთვის დიდი კატასტროფაა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს, ეს ოპერაცია ჩატარებულია ქართველი სპეც სამსახურების მიერ და უკვე ამის შემდეგ ჟურნალისტი გადასცეს სხვა სახელმწიფოს. ადამიანის უფლებები უნივერსალურია, სახელმწიფოს თუ არ შეუძლია ადმიანის უფლებების დაცვა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქეა, ეს არის სერიოზული საფრთხე. პირველ რიგში უნდა გამოვიდნენ და პასუხი გაგვცენ თუ რა მოხდა,  მერე უნდა დავიწყოთ საუბარი თუ ვინაა დამნაშავე. იმ ინფორმაციით, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, შეიძლება დავასკვნათ, რომ კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი  “,– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის კანცელარიასთან თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯენელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე 10ობით ადამიანი იყო შეკრებილი. მათ მთავრობას მიმართეს,  გამოიძიონ საქმე, თუ როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სხვა ქვეყანაში საბუთების გარეშე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics