20:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 10:34:14, 2471 ნახვა

სამართალი კომენტარი
ქარჩავა: წერილობითი მტკიცებულება გამაჩნია, რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება უნდა

„წერილობითი მტკიცებულება გამაჩნია, რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება და მოკვდინება უნდა“,-ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა გზით აღმოჩნდა მის ხელში მამხილებელი მტკიცებულება, იურისტმა  პასუხისგან თავი შეიკავა.

„გამაჩნია მტკიცებულებები და თუ წმინდა სინოდის წევრები დაინტერესდებიან ამის შესახებ, მე შემიძლია მტკიცებულებები მათ წარვუდგინო და დავუმტკიცო, რომ ის  ებრძვის პატრიარქს, უნდა მისი საპატრიარქო ტახტიდან ჩამოშორება და მისი მოკვდინება. ეს არის წერილობითი მტკიცებულება და ასევე ის ინფორმაცია, რომელიც მე გამაჩნია. საიდან გამაჩნია, ამ ინფორმაციას გავანდობ მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსებს, იმ დაინტერსებულ პირებს, ვინც მე მომმართავს“,-განაცხადა ქარჩავამ.  

იურისტის განცხადებით, აღნიშნული  ე.წ. ციანიდის საქმეს პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა არაპირდაპირ კავშირი არსებობს.

 „ციანიდის საქმესთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, არაპირდაპირი არის ის, რომ მეუფე პეტრე თავისი ადვოკატით იცავს მამა გიორგი მამალაძეს“, -დასძინა ქარჩავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics