23:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 13:25:32, 605 ნახვა

სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა შსს-ს ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სწავლების ცენტრი გახსნეს

თბილისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ–ტექნიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სწავლების ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს.

როგორც ღარიბაშვილმა  პრეზენტაციაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ახალი ცენტრი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, წარმატებით განახორციელოს ქვეყანაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სტრატეგია, რომელსაც კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უწევს.

„დღეს ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, აკონტროლოს ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გადაადგილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ რეალური და ქმედითი ნაბიჯები გადავდგით საზღვრის დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მადლობა გადაუხადა ამერიკის ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, გახდეს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტიური მონაწილე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics