20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 12:41:28, 2305 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
როუზ გოტემიულერი: მნიშვნელოვანია, იყოს კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერმა თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან უკრაინელი დელეგატის  შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში ყურადღებამისაქცევია:

„მნიშვნელოვანია, იყოს კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ როდესაც ჩვენ დავსხდებით რუსეთთან დიალოგში, რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში ყურადღებამისაქცევია, ამაზე ვსაუბრობთ და უნდა ვისაუბროთ აბსოლუტურად განუხრელად, ცხადად და მკაფიოდ. გავითვალისწინოთ, რამდენად აუცილებელია, რომ  ჩვენი თავდაცვა და შემაკავებელი ქმედებები, იყოს ძლიერი და ამავე დროს,  ჩავერთოთ დიალოგში“,-განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics