17:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 15:24:44, 2232 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა: საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისში დაგეგმილ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ასეთი მაღალი რანგის ღონისძიების საქართველოში ჩატარება ძალიან პოზიტიურია. ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა:

"ხაზი მინდა გავუსვა, რომ მიუხედავად იმისა, როდის, ან რა თანმიმდევრობით გავწევრიანდებით მასში, თვითონ პროცესია ძალიან სასარგებლო. თუნდაც ის წვრთნა და აღჭურვა, გამოცდილების გაზიარება, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენ გვაძლიერებს. თუ ეს NATO-ს სტანდარტებთან დაგვაახლოვებს და გაადვილებს მომავალში გაწევრიანებას, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა. ასეთი რანგის ღონისძიების ჩატარება ჩვენთან თავისთავად ძალიან პოზიტიურია",- განაცხადა ჯეჯელავამ.

ნატო-ს საპარლამეტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესია საქართველოში 26-29 მაისს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics