|
2017-05-23 19:16:14, 2396 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით EBRD-ის მიერ წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა
„საქართველოს ბანკმა“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ჯილდო - „2016 წლის საუკეთესო პროექტი ენერგოეფექტურობის კუთხით საქართველოში“ მიიღო. ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ჯილდო, საქართველოს ბანკს ყოველწლიური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გადაეცა. საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით, განახლებადი ენერგიის წყაროების, კერძოდ ჰიდროსადგურების, დადგმული სიმძლავრის გაზრდას ემსახურებოდა. „EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა (TFP) 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-მა დღემდე 18.500 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)