|
2017-05-23 12:51:33, 1705 ნახვა
საზოგადოება
კომიტეტებმა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების დასჯადობის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს
თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას მხარი დაუჭირეს, რომლის თანახმადაც ყალბი სამედიცინო ცნობით ან სხვაგვარი მოტყუებით სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება დასჯადი ხდება. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის 356-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით. კანონპროექტი თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილეს. ცნობისთვის, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 16 მაისს დარეგისტრირდა. კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)