20:19 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 11:18:05, 2254 ნახვა

მსოფლიო
BBC: მანჩესტერში მომხდარი აფეთქების დეტალები (ფოტო)

ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 59 მძიმედ დაშავდა. 

ტერაქტის დეტალები: 

1. აფეთქება მანჩესტერ არენას ფოიეში მოხდა, როდესაც ხალხი გასასვლელი კარისკენ მიემართებოდა. 

2. მანჩესტერის პოლიცია შემთხვევის ადგილზე, ადგილობრივი დროით, 22:35 საათზე მივიდა და მიმდებარე გზები გადაკეტა. 

3. აფეთქების მიზეზი უცნობია, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, პოლიცია მომხდარს შესაძლო ტერორისტულ აქტად განიხილავს. 

4. დიდი ბრიტანეთის პოლიციის უფროსის იან ჰოპკინსის თქმით, ამ ეტაპზე, მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ, ვიდრე აფეთქებასთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ გახდება ცნობილი. 

5. თუ დადასტურდება, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, ეს იქნება ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2005 წლის შემდეგ მოხდა, რა დროსაც ლონდონში, დაბომბვას 56 ადამიანი ემსხვერპლა. 

6. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აშშ-ს ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. 

7. მანჩესტერის პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქება ერთმა ადამიანმა განახორციელა და ის შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.  პოლიციის ინფორმაციით, ის მარტო მოქმედებდა.

8. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაინახეს მეტალის ნამსხვრევები და ასაფეთქებელი მოწყობილობის სუნი იგრძნეს. 
9. წინასაარჩევნო კამპანია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დროებით შეწყვიტა. 

10. პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს. 

11. აფეთქების ადგილთან ახლოს მდებარე „ვიქტორიას“ სარკინიგზო სადგურზე ევაკუაცია განხორციელდა და ყველა დაგეგმილი რეისი გაუქმდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics