15:53 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 16:15:55, 1893 ნახვა

კომენტარი
ფარცხალაძის ადვოკატი: კადრებით დასტურდება, რომ ე.წ ინციდენტში ფარცხალაძის მიერ აქტიურ მოქმედებას ადგილი არ ჰქონია

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გენერალური აუდიტორისთვის ლაშა თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა,  ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის სრულყოფილი. 

"კადრებში, რომელიც გავრცელდა, ჩანს ის რეალობა, რომ ფარცხალაძის მხრიდან არანაირ აქტიურ მოქმედებას ადგილი არ აქვს, კარგად ჩანს თავდასხმის ინიციატორი ვინც არის, აშკარად ჩანს პირადი დაცვის მხრიდან განხორციელებული აქტიური მოქმედება. კადრებში ნათელია, რომ ოთარ ფარცხალაძე ე.წ ინციდენდის მერე 15 წამში ტოვებს „ელ ცენტროს“ არა სირბილით, არამედ ჩვეულებრივი ნაბიჯებით. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის სრულყოფილი და არ არის რეალური იმისა, რაც მოხდა „ელ ცენტროში“. შესაბამისად, ის ინფორმაცია, რაც მივაწოდოეთ ჩვენს მიერ გამოკითხული მოწმეების მხრიდან, დადასტურდა კადრებითაც. დადასტურებული ფაქტია, რომ ფარცხალაძის მიერ აქტიურ მოქმედებას ადგილი არ აქვს ამ ე.წ ინციდენტში",- აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა. 

კომენტარს "საზოგადოებრივი" ავრცელებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics