|
2017-05-22 14:47:25, 2441 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის
საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ახალი უცხოური ავიაკომპანია შემოდის. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ლიბანური ავიაკომპანია „Wings of Lebanon“ მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას რამოდენიმე მიმართულებით განახორციელებს. ბეირუთი-თბილისი-ბეირუთის მიმართულებით ფრენები 27 ივნისიდან 8 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით - ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. უწყების ინფორმაციით, ბეირუთი-ბათუმი-თბილისი-ბეირუთის მიმართულებით ფრენები განხორციელდება 25 ივნისიდან 3 სექტემბრამდე, ყოველ კვირა დღეს (ბათუმსა და თბილისს შორის ფრენა შესრულდება კომერციული უფლების გარეშე); ბეირუთი-ბათუმი-ბეირუთის მიმართულებით ფრენები 28 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ყოველ ოთხშაბათს შესრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)