|
2017-05-22 11:58:20, 1965 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: თორდია-ფარცხალაძის საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თორდია-ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ფარცხალაძის გამოკითხვა დაგვიანებით მოხდა. ,,მიგვაჩნია, რომ თუ უახლოესი დღეების განმავლობაში არ იქნება ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული, რა თქმა უნდა, ერთადერთი ალტერნატივა რჩება სხვა ფორმატში ამ საქმის შესწავლის აუცილებლობა და ერთ-ერთი ასეთი ფორმა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა", - განაცხადა ომბუდსმენმა. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა. თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განმარტებით, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)