|
2017-05-21 10:58:54, 2009 ნახვა
სამართალი
გაგი მოსიაშვილი: ოთარ ფარცხალაძეს ლაშა თორდიასთან არანაირი ფიზიკური შეხება არ ჰქონია
„ოთარ ფარცხალაძეს არანაირი ფიზიკური შეხება არ ჰქონია ლაშა თორდიასთან“,-ამის შესახებ შაბათის კურიერში ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა. მისივე თქმით, გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. „ოთარ ფარცხალაძეს არანაირი ფიზიკური შეხება არ ჰქონია ლაშა თორდიასთან. ეს არის არა ჩემ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, არამედ ინფორმაცია, რომელიც ნეიტრალური მოწმეების მიერ მიღებული ჩვენებებით დასტურდება. ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავდასხმას 5, ან 10 პირის მხრიდან ადგილი არ ჰქონია,“-განმარტა გაგი მოსიაშვილმა. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა. თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განმარტებით, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)