|
2017-05-21 10:53:49, 2099 ნახვა
სამართალი
„არის პირდაპირი შანტაჟი“-გიორგი მამალაძის ძმა ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს
მალხაზ მამალაძის განცხადებით, მის ბრალდებულ ძმას, მამა გიორგი მამალაძეს, პროკურატურა დანაშაულის აღიარებას სთხოვდა. როგორც მამალაძის ძმა „რუსთავი2“-თან საუბრობს, გამოძიება მისგან ე.წ. თანამზრახველების დასახელებას ითხოვდა, რომელთა შორის მეუფე დიმიტრი და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი იყო. „ეგონათ, რომ მაგითაც შეაშინებდნენ და გატეხდნენ და ა.შ. მაგრამ მამაოს არაფრის ეშინია. მამაო არის მომხრე, იყოს ღია სასამართლო. იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი ყველა ის მტკიცებულება, რაც კი არსებობს. მაგიტომ არის პირდაპირი შანტაჟი, რომ ვითომდა იყო დაჯგუფება და მარტო არ მოქმედებდა,“ - განაცხადა მალხაზ მამალაძემ და დასძინა, რომ დეკანოზს წლების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან, რის გამოც ბევრი მას ემტერებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)