|
2017-05-20 10:03:51, 2082 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, თბილისში გვირაბები სტრიტ-არტის სტილით მოიხატა
შს სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის ახლოს მდებარე გვირაბების კედლები სტრიტ-არტის სტილით მოიხატა. მხატვარმა ლუკა ჯაფარიძემ და შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ, შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ გვირაბების კედლებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული და სლოგანი დახატეს. კვირეულის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, სტრიტ-არტის სტილით კიდევ რამდენიმე კედელი მოიხატება. აქციის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)