|
2017-05-19 20:01:33, 2005 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი დეპარტამენტი მელიის ლეკვებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე: ვიდეოზე ასახული პირი იდენტიფიცირებულია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში, მელიის ლეკვებისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება და განმარტავს, რომ ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებები გაატარეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვიდეოზე ასახული პირის იდენტიფიცირება მოახდინეს. „წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ კუშში მცხოვრებ მოქალაქე დ.ნ.-ს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება. მისი განმარტებით, მელია უნადგურებდა შინაურ ფრინველს, რის საფუძველზეც მოქალაქე დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით დაედევნა ცხოველს. მელიის ლეკვები მისმა მონადირე ძაღლმა ამოიყვანა სოროდან, ამიტომაც აღენიშნებათ ლეკვებს დაზიანებები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მოქალაქეს ჩამოერთვა და დაილუქა სანადირო იარაღი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)