|
2017-05-19 15:59:55, 1876 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატებმა, შესაძლოა, დეკანოზი ვეღარ დაიცვან
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატებმა შესაძლოა, მამა გიორგი მამალაძე ვეღარ დაიცვან. როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადვოკატები არ დაემორჩილნენ მოსამართლის მითითებას და წესები დაარღვიეს, მათ საპროცესო კანონის დარღვევით პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღეს. წიკლაურის თქმით, აღნიშნული საქმის გაჭიანურებას ემსახურებოდა. პროკურორი ირწმუნება, რომ როგორც არ უნდა ეცადოს ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე, ის ვერ დააღწევს თავს მართლმსაჯულებას და მისი ინტერესები სახაზინო ადვოკატის მონაწილეობით იქნება დაცული. მისივე თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებით თუ ადვოკატები გააგრძელებენ პროცესის გაჭიანურებას და თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას სახაზინო ადვოკატი დაინიშნება. "შესაძლებელია, რომ მათ საერთოდ აღარ მიიღონ სასამართლო პროცესში მონაწილეობა. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება. თუ ადვოკატები გააგრძელებენ პროცესის გაჭიანურებას და თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას სახაზინო ადვოკატი დაინიშნება და ჩვეულებრივად გაგრძელდება საქმის განხილვა", - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქოში სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა შეწყდა. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქოში სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა შეწყდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)