17:19 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 10:02:34, 2245 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის კოალიციურმა ძალებმა სირიის სამთავრობო არმიაზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს

ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციურმა ძალებმა სირიის სამთავრობო არმიაზე საჰაერო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამთავრობო არმია იორდანიის საზღვართან,  მეამბოხეების პოზიციისკენ მიემართებოდა.

აშშ-ის სამხედროების თქმით, კოლონამ გამაფრთხილებელი ცეცხლის იგნორირება მოახდინა.

„პრო-სამთავრობო ძალებმა გამაფრთხილებელ გასროლაზე რეაგირება არ მოახდინეს, უარი თქვეს კურსის შეცვლაზე და დაარღვიეს უსაფრთხოების ზონის საზღვარი, შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა მაისის დასაწყისში,  ასტანაში გამართული მოლაპარაკებების დროს“,- ნათქვამია კოალიციური ძალების განცხადებაში.

როგორც პენტაგონში აცხადებენ, სირიის პრო-სამთავრობო ძალების მისამართით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად შესაძლოა, იყოს მსხვერპლი.

გარდა ამისა, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics