17:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 19:01:17, 2675 ნახვა

პოლიტიკა მსოფლიო
Reuters: ტრამპის მრჩევლებსა და რუსეთს შორის სულ მცირე 18 საიდუმლო კონტაქტი შედგა

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი მაიკლ ფლინი და პრეზიდენტის სხვა მრცევლები, საარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზე იყვნენ  – ამის შესახებ Reuters წერს.

მედია საშუალების ცნობით, დონალდ ტრამპის მრჩევლები 2016 წელს, 6 თვის განმავლობაში, ტელეფონითა და მეილით სულ მცირე 18 ჯერ დაუკავშირდნენ კრემლთან კავშირში მყოფ პირებს.

ამ დრომდე გაუმჟღავნებელი ჩანაწერებიდან, ნაწილს FBI და კონგრესის მკვლევრები განიხილავენ, რათა გამოამჟღავნონ რუსეთის ჩართულობა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.

Reuters–ის ცნობით, საიდუმლო ჩანაწერებიდან 6 სერგეი კისლიაკს (რუსეთის ელჩი აშშ–ში) და ტრამპის მრჩევლებს შორის განხორციელებული სატელეფონო ზარი იყო.

იანვარში, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესვლის შემდეგ, პრეზიდენტის წარმოამდგენლებმა რუსეთის ხელისუფლებასთან ყველანაირი კავშირი უარყვეს, თუმცა საარჩევნო კამპანიის შემდეგ მათსა და კისლიაკს შორის 4 შეხვედრა შედგა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics