|
2017-05-18 10:18:19, 2031 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგს შეხვდა და მასთან საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ჩინეთის ანჰუის პროვონციის ქალაქ ჰეფეიში გაიმართა, სადაც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად, „ცენტრალური ჩინეთის ექსპო 2017"-ის ოფიციალურ გახსნაზე მოხსენება გააკეთა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს დამოკიდებულებაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის მიმართ, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა გააკეთა. აღნიშნული ინიციატივის თანახმად, საქართველო წარმოდგენილია როგორც ცენტრალური სატრანსპორტო (აღმოსავლეთ-დასავლეთის) დერეფნის შემადგენელი. პირველმა ვიცე-პრემიერმა აქცენტი გააკეთა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ დასახელებულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის" მიმართულების 5 მთავარ პრინციპზე, რომლის თანახმადაც სარტყელისა და გზის ქვეყნებს შორის უნდა არსებობდეს მშვიდობიანი თანაცხოვრება, ეკონომიკური კეთილდღეობის გადანაწილება, ხალხთა შორის კულტურული კავშირების განვითარება და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში. „საქართველო ერთ-ერთი პირველი მიუერთდა აბრეშუმის გზის ინიციატივას, როგორც ისტორიულად მისი განუყოფელი ნაწილი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, ე.წ. „ცენტრალური დერეფანი" უმოკლესი გზაა ჩინეთსა და ევროპას შორის. მისი თქმით, აღნიშნული მარშრუტით ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით შესაძლებელია ტვირთის ჩატანა 12 -14 დღეში. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ახსენა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც 2017 წელს უნდა ამოქმედდეს და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით ჩინეთიდან სარკინიგზო ტვირთების გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრაზე, ჩინეთის ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ქართული მხარის წინადადება „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის ფარგლებში ჩინური კომპანიების მიერ საქართველოში ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნის შესახებ. გარდა ამისა, დასახელდა მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც დადებითად გადაწყდება ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)