11:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 16:02:13, 381 ნახვა

პოლიტიკა
დედა ენის ძეგლთან შეკრებილებსა და საყდრისის დამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

დედა ენის ძეგლთან შეკრებილებსა და საყდრისის დამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ძეგლთან  დილიდან მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ. კარვების ქალაქის მოწყობიდან ერთ წელს აღნიშნავდნენ  საყდრისის საბადოს  გადარჩენის კომიტეტის წევრებიც, რომლებიც ასევე დედა ენის ძეგლთან მივიდნენ.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა თბილისის მერ დავით ნარმანიას მოუწოდეს, საყდრისის ნგრევა შეაჩერონ. გარდა ამისა, მათ დედაქალაქის მერი პროექტ "პანორამა თბილისთან" დაკავშირებითაც გააკრიტიკეს.  ამის შემდეგ დედა ენის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიების ორგანიზატორები  საყდრისის დამცველებს დაუპირისპირდნენ. რაც შეეხება დავით ნარმანიას, მას საყდრისთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ნარმანიას თქმით, თბილისის მერიას საყდრისთან დაკავშირებით რაიმე ფუნქცია არ აქვს.
"ქალაქის მერიას საყდრისთან დაკავშირებით რაიმე სახის ფუნქცია და როლი არ გააჩნია. რაც შეეხება "პანორამა თბილისს", პანორამა თბილისთან დაკავშირებით უამრავი კვლევაა გაკეთებული, რაც ნიშნავს იმას, რომ გარემოს რაიმე ზიანს არ მიაყენს",-განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics