|
2017-05-15 09:49:22, 1764 ნახვა
საზოგადოება
18 მაისის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი
18 მაისის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 15 მაისს შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა, ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, 16-17-18 მაისს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ანალოგიურადაა აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც.მაღალმთიან რაიონებში კი ტემპერატურა შედარებით დაბალი- +15 გრადუსი იქნება.რაც შეეხება უშუალოდ დედაქალაქს, 15 მაისს, თბილისში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით და +16 გრადუსი სითბო. . 16 მაისს მოსალოდნელია ასევე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და +21 გრადუსი სითბო, 17-18 მაისს უმეტესად უნალექო ამინდსა და +24 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ. დასავლეთ საქართველოშიც 18 მაისის ჩათვლით ძირითადად წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)