|
2017-05-15 08:38:49, 2029 ნახვა
საზოგადოება
ულტრანაციონალისტების ჯგუფი ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ აქციას გამართავს
ულტრანაციონალისტების ჯგუფი "ქართული ძალა" "ედელვაისი" და სხვა დაჯგუფებები ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ 17 მაისს მსვლელობას მოაწყობენ. სოციალურ მედიაში ჯგუფები აანონსებენ მსვლელობას, რომელიც ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე გაიმართება. "17 მაისს, 12:00 საათზე ფილარმონიასთან იგეგმება ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. 13:00 საათზე ჩვენი აქცია ვარდების მოედანზე შეუერთდება ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას. ყველას მოგიწოდებთ, მოხვიდეთ აქციაზე და ერთად გამოვთქვათ ჩვენი პროტესტი ლგბტ საზოგადოების ნორმალიზაციის პროპაგანდის წინააღმდეგ!" -წერია გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, ულტრანაციონალისტური გვერდები "ქართული ძალა" და "ედელვაისი" ფეისბუქის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვის წინ დაბლოკა. გიორგი გოგუას ფოტო - 2013 წლის 17 მაისი
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)