|
2017-05-13 19:33:58, 2404 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული: „საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორებული. ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. ამასთან, მკვეთრად იზრდება ღვინის ექსპორტის მონაცემები. შეთანხმების ფარგლებში, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. გარდა ამისა, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნა 1,4 მილიარდიანი ბაზარი. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან. ახლა უკვე ჩინეთთანაც. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს ეკონომიკაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში, 7 თვეში დასრულდა. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები დაინიშნა თბილისი-პეკინის მიმართულებით, ურუმჩის გავლით, რომელიც 2016 წლის 23 სექტემბრიდან ხორციელდება კვირაში ორჯერ. ,,აბრეშუმის გზის" პროექტის ფარგლებში პირველად შესრულდა ტრასნპორტირება ტრანს-აზიურ-კავკასიური მატარებლის მიერ. სამომავლოდ, ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია-ევროპას. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან შემოვიდა 4 541 ვიზიტორი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)