|
2017-05-10 16:23:10, 2076 ნახვა
საზოგადოება
მერიის ინფორმაციით, ზაფხულში პეკინის ქუჩის სრულად გადაკეტვა არ იგეგმება
ზაფხულში, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით, პეკინის ქუჩის სრულად გადაკეტვა არ იგეგმება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს. „პეკინის ქუჩის სრულად გადაკეტვა არ იგეგმება რამდენადაც ჩვენ ამ წუთას გვაქვს ინფორმაცია. იგეგმება ასე ვთქვათ, ჯერ ერთი ნახევრის, მერე მეორე ნახევრის გზის გადაკეტვა. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტის დროებით შეცვლა არ მოხდება. იმ პერიოდში სანამ იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოები, პეკინის ქუჩაზე მიკროავტობუსები, ავტობუსები ჩვეულებრივი მარშრუტებით იმოძრავებენ. ქუჩაზე პარკირება დროებით გაუქმდება“, - აცხადებენ მერიის სატრანსპორტო სამსახურში. ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც წელს დედაქალაქის მთავრობას აქვს დაგეგმილი პეკინის ქუჩის რეაბილიტაციაა. გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები, საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)