|
2017-05-08 19:25:53, 1993 ნახვა
საზოგადოება
„მოყვარულთა თასი 2017“ - უჩვეულო მეხუთე ტური
6 – 7 მაისს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. უმაღლესი ლიგის ორი შეხვედრა უჩვეულოდ უხვგოლიანი გამოდგა. „ბასკი“ მეორეადგილოსან „უქიმერიონთან“ 0:11 დამარცხდა, ხოლო „35-ე თბილისი“ „ვაზის უბანთან“ 3:10. ცენტრალურ შეხვედრაში კი „ნახალოვკა“ „დიდუბეს“ 1:1 დაუზავდა. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი „ვაზის უბნის“ შემტევი თორნიკე ქართლელიშვილი გახდა, რომელმაც „35 -ე თბილისთან“ 6 გოლით გამოიჩინა თავი. პირველ ლიგაში დაძაბულ შეხვედრებში იმარჯვეს ლიდერებმა: „თ.ს. სასამართლომ“ „ინტექსთან“ 9:0 , ხოლო “დადიანმა“ „არისტოკრატებთან“ 4:1. პირველი ქულები დაკარგეს „ქომაგებმა“, რომლებმაც „ტც მილანთან“ ბოლო წამზე გაშვებული გოლით 1:1 დაასრულეს შეხვედრა. საინტერესო და დაძაბული გამოდგა „პლატინუმი“ – „ბასიანის“ შეხვედრა, რომელშიც „პლატინუმმა“ 7:4 იმარჯვა. ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „პლატინუმის“ ნახევარმცველი ემანუელ იაგერი გახდა, რომელიც ბასიანთან შეხვედრაში 5 გოლით გამოირჩა. თბილისის ლიგის მხარდამჭერია - ქალაქ თბილისის მერია. ლიგის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანიები: „აჭარა“ და „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “Sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო” და რადიო „ჯაკო“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)