|
2017-05-07 17:18:42, 1811 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: ვიზის შესახებ გამართულმა კამპანიამ გვაჩვენა, თუ რამდენად კარგი შედეგები შეიძლება მოგვცეს მან
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა. დოლიძემ რიყის პარკში, „ევროპის დღის“ ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველო-ევროკავშირის მხრიდან დასაახლოებლად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ასევე, მან ხაზი გაუსვა საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობას, რომელიც სახელმწიფო მინისტრის თქმით, პირველ რიგში აამაღლებს მოსახლეობის ცნობიერებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაკავშირებით და ასევე იქნება ძლიერი იარაღი პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. „მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, მადლობა, ბატონო ელჩო ძალიან ინტენსიური, ახლო თანამშრომლობისთვის.მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ელჩებს, განსაკუთრებულად იმ ნათელი, ძალიან ლამაზი საჩუქრისთვის, რომელიც დღეს გვაჩუქეს ევროპული სახლების სახით. საქართველო ევროკავშირთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა და ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით. ის მიღწევები, წარმატებები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად დიდი ნაბიჯებია გადადგმული ჩვენი მხრიდან, თუ რამდენად დიდი ნაბიჯებია გადადგმული ევროკავშირის მხრიდან, თუნდაც ვიზის თემა რომ ავიღოთ, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება მას და რამდენად ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი მომავალშიც. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ წარმატებაში. დღეიდან 25 მაისამდე ვატარებთ ამ კამპანიას, ესაა ევროპის პოპულარიზაციის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება. ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ; ვიზის შესახებ გამართულმა კამპანიამ გვაჩვენა, თუ რამდენად კარგი შედეგები შეიძლება მოგვცეს ამან, განსაკუთრებით ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კუთხით, და ეს იქნება ყველაზე დიდი და ძლიერი იარაღი პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. პირველ რიგში კი, როგორც აღვნიშნე, ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერების ამაღლებისა და მათი მომავალი კეთილდღეობის განმტკიცების კუთხით“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. დღეს, 12:00 სთ-დან, თბილისში, რიყის პარკში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გრანდიოზულად აღნიშნავს ,,ევროპის დღეს“. მოვლენის განსაკუთრებულად აღნიშვნა ეფუძნება საქართველოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)