|
2017-05-05 16:52:33, 1934 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ახალგაზრდებთან მომუშავე 17 ტრენერი შეარჩია
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა ახალი პროგრამის - „ახალგაზრდებთან მომუშავე ტრენერები“ - მონაწილეებს შეხვდა. ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია როგორც მონაწილეთა კომპეტენციების (ცოდნა/უნარ-ჩვევები) განვითარება ახალგაზრდებთან მუშაობის სფეციფიკის გათვალისწინებით, ისე ქვეყანაში მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ახალგაზრდული აქტივობების ხარისხის/რაოდენობის ზრდა. ახალგაზრდებთან მომუშავე 17 ტრენერი 200-ზე მეტი აპლიკანტისგან შეირჩა. დღევანდელ შეხვედრაზე ისინი დეტალურად გაეცნენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საქმიანობას, ცენტრში მიმდინარე პროგრამების მიზნებსა და გეგმებს. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც მოხალისე ტრენერებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი. კონკურსის წესით შერჩეული მონაწილეები ახალგაზრდებისთვის განსაზღვრულ თემებზე ჩაატარებენ ლექცია/სემინარებს, ინტერაქტიულ ტრენინგებს, სიმულაცია/მოდელირებებს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების საშუალებით დანაშაულის პრევენცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)