|
2017-05-05 15:27:46, 2023 ნახვა
საზოგადოება
საქართველო „გილეადის“ ობიექტივში - ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოში პირველმა, C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოახდინოს
ქვეყანა, რომელმაც 2020 წელს მთელს მსოფლიოში პირველმა, C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოახდინოს. საქართველო სამედიცინო კორპორაცია „გილეადის“ ობიექტივში სწორედ ამ კუთხით მოხვდა. ვიდეო რგოლში, რომელიც სპეციალურად საქართველოზე, როგორც სამაგალითო ქვეყანაზე შეიქმნა, ნაჩვენებია რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი, და მომაკვდინებელი ვირუსი, სწორედ კომპანია გილეადის უახლესი თაობის მედიკამენტების მეშვეობით დაამარცხეს. საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის ძვირადღრებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოს მთავრობას, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და კომპანია გილეადთან თანამშრომლობით 2015 წლის 21 აპრილს დაიწყო. პროგრამაში ამ დრომდე 36 500-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, მათგან 29 000-მდე პაციენტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 97%-ია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)