|
2017-05-05 15:08:40, 2052 ნახვა
სამართალი
ჰააგის სასამართლოს შესახებ იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო კამპანია გრძელდება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე არასამთავრობო სექტორს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ლორთქიფანიძემ და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ძამაშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ჰააგის სასამართლოში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია და ქართული მხარისა და „ICC"-ის შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო გამოძიებასთან და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რათა აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში საქართველოს ინტერესები ბოლომდე იყოს დაცული. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა. გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრის მონაწილეებთან გამოძიების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის შესახებაც ისაუბრა. იუსტიციის სამინისტროსა და მესამე სექტორის წარმომადგენლები თანამშრომლობის სამომავლო გზებზეც შეთანხმდნენ. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „ღია საზოგადოება − საქართველო", „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", „ადამიანის უფლებათა ცენტრი" ესწრებოდნენ. „ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი საქმეზე გამოძიების დასაწყებად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს გასცა. გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები სრულად შესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. სასამართლოს შეფასებით, 2008 წელს სახეზე იყო საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის; გადაწყვეტილებაში არაერთგზისაა ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია; გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს, გამოძიებას დაუქვემდებაროს აგვისტოს ომის წინაპირობები; ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობების საქმის გამოძიებას; გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას; ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას. ქართული მხარე ჰააგის სასამართლოსთან გამოძიების ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
(NS)
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)