|
2017-05-05 10:01:06, 2494 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს პირველი წინასასამართლო სხდომა გაიმართება
დღევანდელ პროცესზე მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ, რის შემდეგაც მოსამართლე მათ დასაშვებობაზე იმსჯელებს. დეკანოზის ადვოკატები მოითხოვენ, რომ პროცესი ღია იყოს. მათივე განცხადებით, თუ პროკურატურა პროცესის დახურვას მოითხოვს, ეს დამატებით კითხვებს გააჩენს. დაცვის მხარე დღეს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს. ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძეს თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით, ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადება ედება ბრალად (სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას). გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)