|
2017-05-03 15:04:54, 1840 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვის საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს
კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტიის წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე პროცესს უნდობლობას უცხადებს: „ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს მმართველი ხელისუფლება, მოირგოს კონსტიტუცია საკუთარ თავზე.დავინახეთ, როგორ ცდილობდა საკონსტიტუციო კომისიის გამოყენებას მმართველი ხელისუფლება, რათა შეექმნა ილუზია ერთობლივი მუშაობისა, თითქოს და ეს დოკუმენტი ყოფილიყო საერთო კონსესუსის შედეგი. ასევე, კარგად დავინახეთ, რომ ხელისუფლება დარჩა მარტო. ყველამ უნდობლობა გამოუცხადა მას. დღეს, როგორც იცით, შეიქმნა პარლამენტში საორგანიზაციო კომისია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციის საერთ-სახალხო განხილვა. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ ამ პროცესს. „ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიის მუშაობაში, რადგან ესაა გაგრძელება იმ კურსისა, რასაც ხელისუფლება ეწეოდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში“,-აღნიშნა რომან გოცირიძემ. დადგენილების პროექტის თანახმად, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 წევრისგან შედგება. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ექსპერტი ვასილ გონაშვილი, ექსპერტი თენგიზ შარმანაშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგიაური და პარლამენტის თავმჯდომარი კაბინეტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ჭეიშვილი.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)