|
2017-05-03 09:09:53, 1944 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მეტი აქტივობისაკენ მოუწოდებს. როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მანამდეც ძალიან აქტიური იყო და მომავალშიც აპირებს აქტიურობას, იმისათვის, რომ კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის ძირითადი კანონია, იყოს მაქსიმალურად გამართული, დაბალანსებული, სწორი და ღირებულებითი დებულებების მატარებელი. „ჩვენ არ ვაპირებთ რაღაც ერთიანი კამპანიის წარმოებას. ბუნებრივია, ყველას აქვს თავისი გეგმა ამ მიმართულებით და ყველა თავისი გეგმით განახორციელებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ინტერესი ამ შემთხვევაში რომ მივიღოთ უკეთესი კონსტიტუცია, დაცული უფლებები, უფრო მეტად გარანტირებული სახლემწიფოებრივი უსაფრთხოებისა თუ საერთოდ, სახელმწიფოებრიობის საფუძვლების დაცვა, ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზად, რომ ამ ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტი მზადაა ამ საკითხების განსახილველად, თუ სხვადასხვა მიმართულებით აქტივობებისათვის გარკვეული ფორმატების შექმნის სურვილი იქნება. „მიუხედავად იმისა, რომ აქ შეკრებილი იყო აბსოლუტურად ერთმანეთისაგან პოლიტიკური გემოვნებით, მსოფლმხედველობით განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირებაში მყოფი პოლიტიკური ძალებიც, ყველანი ერთად თანხმდებიან იმაზე, რომ მომავალი კონსტიტუცია ერთერთი ფუნდამენტური საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის, თუ სხვა ინსტიტუციების ერთობლივი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)