19:00 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 12:26:52, 1632 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი ისევ დააკავეს

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი ისევ დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მოქალაქე გ. მ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით არის დაკავებული,  რაც ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს.

ცნობისთვის, მიქავა გუშინ, გვიან ღამით, ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე იყო გადაყვანილი, თუმცა 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, სამართალდამცველებმა იგი გაათავისუფლეს.

მის გარდა წუხელ მოქალაქე ლევან ხვიტიაც დააკავეს, რომელსაც მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა. არსებული ინფორმაციით, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის ადვოკატი მომხდარ ორ ფაქტს შორის კავშირს უარყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
Global Finance-მა BOG ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის საუკეთესოდ დაასახელა
საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა - SJC
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics