|
2017-05-01 12:44:21, 1797 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საკონსტიტუციო კომისია იყო ყველაზე ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული, რაც კი ჩვენს ისტორიას ახსოვს
„კომისია იყო ყველაზე ინკლუზიური და ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული, რაც კი ჩვენს ისტორიას ახსოვს ამ 25 წლის განმავლობაში“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო ფორმატს ალტერნატივა არ ჰქონდა. „რაც შეეხება მოქმედ კონსტიტუციას და კანონმდებლობს, კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად ერთადერთი სწორი ფორმატი იყო საპარლამენტო ფორმატი. გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი ორგანო, რომლის წიაღიდანაც შეიძლება მოხდეს კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება, არის სწორედ საქართველოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე საპარლამენტო ფორმატს არ ჰქონდა ალტერნატივა და ჩვენ სწორი ფორმატით შევქმენით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და ამ ფორმატმა მოგცა ჩვენ შესაბამის შედეგზე გასვლის საშუალება. რაც შეეხება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, კომისია იყო უპრეცედენტოდ ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული. ჩვენ გვყავდა 73 წევრი კომისიაში. მათ შორის იყვნენ პარლამენტის წევრები, საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე არასაპარალამენტო პარტიების წარმომადგენლები, შემადგენლობაში შედიოდა ყველა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი და ასევე კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. ასეთი ფართო შემადგენლობით ჩამოყალიბდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. რაც შეეხება ექსპერტების და არასამთავრობოების შერჩევას, ვფიქრობ ობიექტური კრიტერიუმები იყო გამოყენებული და ამასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული კითხვის ნიშნები რეალურად ა რ დასმულა. პროცესიც იყო ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული და განსაზღვრული, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ამ ახალი საკონსტიტუციო კომისიის. ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული თითოეული შეხვედრის მიზანი და ამოცანა, რაც არ გვახსოვს წინა კომისიების პრაქტიკიდან და ეს ყველაფერი აისახა პირდაპირ კომისიის მუშაობაზე, კერძოდ კომისიის თითოეულმა წევრმა იცოდა თუ რისთვის მოდიოდა კონკრეტულ სხდომაზე და რა იყო სხდომის მიზანი, ამან განაპირობა ძალიან მაღალი დასწრების მაჩვენებელი და ამან განაპირობა ძალიან აქტიური დისკუსია კომისიის ფორმატში. კომისია იყო ყველაზე ინკლუზიური და ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული, რაც კი ჩვენს ისტორიას ახსოვს ამ 25 წლის განმავლობაში, რაც იყო ძალიან დიდი მიღწევა“,-განაცხადა კობახიძემ.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)