07:17 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-29 15:48:31, 2292 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკის ჩართულობამ კატასტროფა აგვაცილა

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკის ჩართულობამ აგვაცილა კატასტროფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, „თავად მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფმა ამერიკის მთავრობამ, როგორც საერთაშორისო დონორული ძალისხმევის მონაწილემ, ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ომისგან დაზარალებული ქვეყნის აღსადგენად'.

"აშშ გვერდში გვედგა ჩვენი შეიარაღებული ძალების გაწვრთნასა და შეიარაღებაში, ასევე დემოკრატიის განმტკიცებაში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკის ჩართულობამ აგვაცილა კატასტროფა. გარდა ამისა, აშშ-ის აქტიური ხელშეწყობით საქართველომ მიიღო დაფინანსება ინფრასტრუქტურის განსავითარებლად და ეფექტიანი კადრების მოსამზადებლად, რისთვისაც განხორციელდა ინვესტიციები განათლების სფეროში, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ტექნოლოგიის სფეროში, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში - ყოველივე ეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ორი კომპაქტის წყალობით.

2009 წელს საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც დღესაც წარმოადგენს ჩვენი ფართო და სულ უფრო მზარდი ორმხრივი თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების დადგენის მთავარ მექანიზმს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მისი თქმით, აშშ უყურებს საქართველოს, როგორც ერთგულ მეგობარს - სტაბილურ გეოპოლიტიკურ მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს. 

„ჩვენ ამერიკელი მეგობრების გვერდიგვერდ ვმსახურობთ ავღანეთსა და ერაყში, ასევე წვლილი შეგვაქვს აფრიკის უსაფრთხოების მისიებში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთაზე. გარდა ამისა, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა მომავალშიც ვიყოთ ჩვენს რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების, სტაბილურობისა და პროგრესის მისაბაძი მაგალითი.

ჩვენმა მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება დემოკრატიული ტრაექტორიისა და მისი შეუქცევადობისადმი, რისთვისაც გადადგა არაერთი ნაბიჯი, დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით და დამთავრებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics