|
2017-04-26 20:51:17, 1921 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ნორბერტ რიოტგენს მრავალი წლის განმალობაში საქართველოს მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს საქართველოს გერმანიის 200 წლის მეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის საიუბილეო თარიღს და აღნიშნეს, რომ ამ წლების განმალობაში ორი ქვეყნის ურთიერთობა და თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით განვითარდა და დღეს საქართველოსა და გერმანიას აკავშირებთ მჭიდრო პარტნიორობა და მეგობრობა. აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა სქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ასევე გადამწყვეტი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მონიჭებისთვის. ხაზი გაესვა, რომ საქართველო, როგორც ევროპის პასუხისმგებლიანი პარტნიორი მხარში უდგას ევროკავშირს და ევროპელ პარტნიორებს ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რაც დღეს ევროპის წინაშე დგას. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას ხაზი გესვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გერმანიის პოლიტიკურ, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც გადამწყვეტი იყო საქართველოს ინსტიტუციური და დემოკრატიული განვითარებისთვის. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ანექსიური ნაბიჯების შედეგად შექმნილი ვითარება და ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გერმანიას ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო პარლამენტთა შორისი თანამშრომლობის არსებულ დინამიკასა და ფორმატებს, კმაყოფილებით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის პრაქტიკა. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ საპარლამენტო განზომილებაში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერად შაფასა მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)