|
2017-04-26 16:13:59, 1993 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო: მედიის განცხადებები სასამართლოსადმი უპატივცემულობასა და მოსამართლეთა რეპუტაციის უხეშ შელახვას წარმოადგენს
„მედიის წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული განცხადებები სასამართლოს, როგორც ინსტიტუტისადმი შეუწყნარებელ უპატივცემულობას და ინდივიდუალური რეპუტაციის უფლების არაერთგზის უხეშ შელახვას წარმოადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქვეყნებს მედიის წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებს საქართველოს მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რომლებიც, ჩვენი აზრით, განხორციელებულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლების უხეში დარღვევით და წარმოადგენს სასამართლოს, როგორც ინსტიტუტისადმი შეუწყნარებელ უპატივცემულობას და ინდივიდუალური რეპუტაციის უფლების არაერთგზის უხეშ შელახვას. საბჭო მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები, ცალ- ცაკლე და მით უფრო ერთობლივად, დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლო სისტემას, არამედ თავად გამოხატვის თავისუფლებას და იწვევს მის დისკრედიტაციას, რამდენადაც ისინი განხორციელებულია გამოხატვის თავისუფლებისგან განუყოფელი „მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის“ დარღვევით, ხოლო ზოგჯერ - თვით ამ თავისუფების ბოროტად გამოყენებით. საბჭო მიიჩნევს, რომ ისინი აუცილებლად უნდა გახდეს სამაუწყებლო საშუალებების, ჟურნალისტთა კორპუსის და მთელი საზოგადოების მხრიდან განხილვისა და ფართო საჯარო დისკუსიის ”, - ნათქვამია განცხადებაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეები რეაგირებისთვის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს, საქართველოს სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველსა და საზოგადოებას მიმართავენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)