19:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 18:10:13, 971 ნახვა

სხვადასხვა
მარგველაშვილი: ქართული პროდუქციის შეძენით, ყოველდღიური პატრიოტიზმით ვაძლიერებთ ქართულ წარმოებას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ,,მოითხოვე ქართული" კამპანიის ფარგლებში დამზადებულიდაგროვებითი ბარათის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შექმნილი ქართული პროდუქციის დაგროვების ბარათის მიზანიქართული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება და ქართულ პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდაა.
 
პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს- ქართველ მწარმოებლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობოორგანიზაციებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა დაგანაცხადა, რომ კამპანია „მოითხოვე ქართული" ქართული წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მასტიმულირებელი დახელშემწყობი ფაქტორია.
 
„კამპანიით „მოითხოვე ქართული" შევუერთდით ტარიელ ზივზივაძისა და გოგა ჩანადირის უკვე დაწყებულინიციატივას, რომლის მიზანიც ეროვნული წარმოების წახალისებაა.
 
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები წარმოების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისგაძლიერებით დაიძლიოს.
ვიცით, რომ საქართველო ბევრი პროდუქტის იმპორტს ახორციელებს, ეს თავისთავად გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულვალუტაზე.
 
ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი არჩევანით გავაძლიეროთ ეროვნული წარმოება, ეს ერთგვარად, ალბათ მარტივი, მაგრამმნიშვნელოვანი პატრიოტული სულისკვეთების შემცველია.
ყოველდღიური, ყოფითი პატრიოტიზმია თუნდაც პროდუქტის შეძენის პროცესში ქართული პროდუქციის არჩევა,რომლის სულისკვეთებასაც თავისთავად დადებითი შინაარსი გააჩნია და დიდი შედეგის მომტანია", - განაცხადა ბარათისპრეზენტაციაზე გიორგი მარგველაშვილმა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დაგროვებითი ბარათის მოხმარებით და ყოველდღიური, ყოფითიპატრიოტიზმით ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას და ეროვნული, ძლიერიწარმოების განვითარებას დავუჭერთ მხარს.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებსა და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელსგიორგი აბაშიშვილს პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.
 
პროექტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით  ააიპ „მოითხოვე ქართული" ახორციელებს. პროექტისპარტნიორია „უნიქარდი",  „ფუდმარტი", „სმარტი" და ქართული პროდუქციის მწარმოებელი 37 კომპანია.
 
როგორც პროექტის „მოითხოვე ქართული"  წარმომადგენელმა ნინო მოსიაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა,დაგროვებით ბარათზე ქართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს ვირტუალური ქულები - ე.წ. ,,ქართულები"დაერიცხება. ბარათის მფლობელები ავტომატურად ჩაერთვებიან კონკურსში, რომელიც ყოველთვიურად გამოავლენსყველაზე მეტი „ქართულების" მფლობელებს. გამარჯვებულებს წამახალისებელ საჩუქრებს გადასცემენ პროექტისპარტნიორი ქართული კომპანიები.
 
ამ ეტაპზე დამზადდა 20 000 ბარათი. ,,მოითხოვე ქართული" არის საქართველოში პირველი, ყრუ პირებზეადაპტირებული ბარათი,  რომლის სახელწოდება და გამოყენების ინსტრუქცია წარმოდგენილია ჟესტურ ენაზეც.
 
პროექტის პრეზენტაციის შემდეგ პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პარტნიორი კომპანიების მიერწარმოებული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია დააგემოვნეს.
 
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე moitkhove.ge.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics