10:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 11:52:16, 2392 ნახვა

მსოფლიო
Reuters: ამერიკელი გენერლის ინფორმაციით, რუსეთი „თალიბანს“ იარაღით ამარაგებს

ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის, გენერალ ჯონ ნიკოლსონის განცხადებით, რუსეთი მოძრაობა "თალიბანს" იარაღით ეხმარება, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის სამხედროები და პოლიტკოსები უკმაყოფილებას გამოთქვამენ თალიბანზე, რუსეთის "უარყოფითი გავლენის" გამო. 

​ამასთან, კითხვაზე უზრუნველყოფს თუ არა რუსეთი თალიბანისათვის იარაღის მიწოდებას ფართო მასშტაბებით, ნიკოლსონმა აღმიშნა, რომ ის ამას არ გულისხმობს. 

ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონს ავღანეთში ჩატარებული პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა. რუსეთმა მეამბოხე ჯგუფისთვის რაიმე დახმარების აღმოჩენა უარყო. თუმცა, არ უარყო რომ ის მხარს უჭერს "თალიბანის ხელმძღვანელობას", რათა მშვიდობიანი მოლაპარაკებები დაიწყოს.

აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც ანონიმურობით დაცულია, განაცხადა, რომ რუსეთი "თალიბანს" ფულადი სახსრებითა და იარაღით ეხმარება, კონკრეტულად კი ავტომატებით. 

​მისივე თქმით, ბოლო 18 თვის განმავლობაში იარაღის მიწოდება დაჩქარდა. 

​აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯიმ მეთისმა, ავღანეთში ვიზიტისას აღნიშნა, რომ "თალიბანისათვის" იარაღის მოწოდება რომელიმე ქვეყნის მიერ, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics