|
2017-04-20 16:36:25, 1672 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე განხილვები დაიწყო - პროკურატურა განაჩენის შეცვლას ითხოვს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმის განხილვა დაიწყო. მთავარმა პროკურატურა ფოტოგრაფების მმიმართ 6 წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელით შეცვლას ითხოვს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების დაკავება ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით მოხდა. ამასთან, ფოტოგრაფებზე 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება მოხდა. ამავე ინფორმაციას თავად ფოტოგრაფები აჟღეღებენ. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ აღნიშნული საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია დაკავებული. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძეა მიცემული, რომელიც ამჟამად წითელი ცირკულარით იძებნება. ცნობისთვის, ფოტოგრაფები ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში სხდომას ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)