|
2017-04-19 16:04:59, 1999 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებების გამო, შესაძლოა, „საქართველოს პატრიოტების“ წევრებმა შიმშილობა დაიწყონ
საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებების გამო, შესაძლოა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და შიმშილობა დაიწყონ. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ადა მარშანიამ და ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განაცხადეს. „პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართავთ იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუცია და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუცია. მათ შორის მივმართავთ შიმშილობასაც“,-განმარტა ადა მარშანიამ. მათი თქმით, ფრაქციის მიზანი, საკონსტიტუციო კომისიის დატოვება არაა, თუმცა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები მათ იძულებულს ხდის, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა აღარ მიიღონ. „თუ ოპოზიცია დატოვებს კომისიას, ჩვენ შევუერთდებით ოპოზიციას. მივმართავთ უკიდურეს ფორმას იმიტომ, რომ სხვანაირად შედეგს ვერ ვაღწევთ“,-აღნიშნა გიორგი ლომიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)