|
2017-04-19 13:01:38, 2104 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა, შესაბამისად, ბოიკოტი ვეღარ იქნება
უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა, შესაბამისად, ბოიკოტი ვეღარ იქნება. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ათწლეულების განმავლობაში ნაწილ-ნაწილ, კკონსტიტუცია იყო, რომლის ნაწილები იმის მიხედვით იცვლებოდა, ვის რა ინტერესები ჰქონდა სახელმწიფო მართვის თვალსაზრისით. „ეს დამოკიდებულება თანმიმდევრულ, გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებაზე გათვლილი კონსტიტუციით იცვლება. ფაქტია, რომ კომისიის საქმიანობაში უპრეცედენტო ჩართულობა იყო და ამ პროცესში უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციაც მონაწილეობდა. გარკვეული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებები მოვისმინე, რომ ამ კონსტიტუციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო. არ არის პრობლემა, პასუხისმგებლობას იმაზე ჩვენ ავიღებთ, რასაც გავაკეთებთ“, - აღნიშნა დეპუტატმა. მმართველი გუნდის წევრის განმარტებით, 22 აპრილს შემაჯამებელი სხდომა შედგება, რის შემდეგაც სახალხო განხილვების ეტაპი დაიწყება, სადაც ხალხის აზრი და მათი პოზიციები გაზიარებული იქნება. პარლამენტში დოკუმენტი ყველა პროცედურის დაცვით განიხილება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)