09:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 16:25:20, 451 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: თუ მეკითხებით, უნდა ვყოფილიყავი თუ არა მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალვაზე, კი, უნდა ვყოფილიყავი

თუ მეკითხებით იმას მე უნდა ვყოფილიყავი თუ არა, კი ბატონო, მე უნდა ვყოფილიყავი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა,

ნადირაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ არ ესწრებოდა იგი 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ნეშტების ფრაგმენტების დაკრძალვას.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა და ყველას სთხოვა, ამ თემით პოლიტიკურ სპეკულაციებს თავი დაანებონ.

„მე ძალიან გთხოვთ, რომ ამ თემით პოლიტიკურ სპეკულაციებს თავი დავანებოთ იმიტომ, რომ ეს არის ის თემა, რომელზეც შესაძლებელია მსგავსი სპეკუალციები. მე მინდა გითხრათ ცალსახად, რომ თითოეული ჯარისკაცი, თითოეული გმირი, რომელმაც შესწირა ჩვენს ქვეყანას თავი, არის ძვირფასი ჩვენთვის. ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენზე მეტად შესტკივა ვიღაცას გული ან დაღუპულ ჯარისაკცებზე ან მათ ოჯახებზე ან დაჭრილ ჯარისკაცებზე. ჩვენი პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, მათ ოჯახებს, მაგრამ ეს არ არის აფიშირების საგანი. რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებას, ამ ღონისძიების ფორმატი იყო შემუშავებული მშობლების, სასულიერო პირების და ასე ვთქვათ, სამხედრობის მონაწილეობით. ეს ღონისძიება ითვალისწინებდა პანაშვიდის გადახდას, თუმცა თუ მეკითხებით იმას მე უნდა ვყოფილიყავი თუ არა, კი ბატონო, მე უნდა ვყოფილიყავი. უბრალოდ მოხდა ისე, რომ მინისტერიალის თარიღმა გადმოიწია, დაინიშნა 2 აპრილს ჩვენი კოლეგების თხოვნით. აქედან გამომდინარე, ჩემდა სამწუხაროდ ვერ მოვახერხე, თუმცა სამინისტრო ღირსეულად იყო წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე, მოადგილის სახით, გენერალური შტაბის ხელძღვანელობის სახით“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics