|
2017-04-15 09:04:46, 2388 ნახვა
საზოგადოება
მართლმადიდებლები დღეს მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, მართლმადიდებელი სამყარო დღეს ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით დაახლოებით 14:00 საათზე შევა და საფლავი ტრადიციულად ცვილის ბეჭდით დაილუქება. კუვუკლიაში შესვლამდე პატრიარქს გაჩხრეკენ, რადგან არაფერი შეიტანოს ისეთი რითაც სანთლის ანთება შესაძლებელი იქნება. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავლენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან. წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში შაბათს, გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)