16:49 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 11:51:21, 1600 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის წარმომადგენელი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის  საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორმა ანტონ ვაჭარაძემ სლოვენიაში მონაწილეობა მიიღო, ქალაქ  რადენცში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „ტექნიკური პრობლემები ტრადიციულ და ელექტრონულ არქივებში".

კონფერენციის თემები საარქივო მეცნიერების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები, კვლევა, სტანდარტები, პრაქტიკა, პროექტები და პროგრამები იყო.

ანტონ ვაჭარაძე ღონისძიებაზე   მოხსენებით  წარსდგა „ციფრული არქივის აღწერა (საქართველოს ეროვნული არქივის, საისტორიო არქივის პრაქტიკული გამოცდილება)''.

თემა  გაეროს ჟენევის ოფისიდან საქართველოში ციფრული ასლების სახით გადმოცემულ, ხარიტონ შავიშვილის პირადი ფონდის აღწერას შეეხებოდა.

სამდღიან კონფერენციაში 15-მდე ქვეყნის 50-მდე არქივისტი მონაწილებდა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics