09:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 12:51:05, 398 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: ვერ ვიტყოდი, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, უბრალოდ ასეთი ფონია შექმნილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა.

როგორც გომელაურმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება და სამწუხაროდ, გამონაკლისი არც საქართველოა. მისივე განმარტებით, შსს უახლოეს მომავალში დანაშაულის სტატისტიკას გამოაქვეყნებს, რომელზეც ევროპელი პროფესიონალი ექსპერტებიც მუშაობდნენ.

"მთავრობა  ძალიან კარგად ართმევს თავს საქმეებს, ქმედითია. ამ ფონზე გუშინ  ჩემმა მოადგილემაც ისაუბრა პირდაპირ ეთერში. მე ვერ ვიტყოდი, რომ კრიმინალი გაიზრდა, თუმცა  იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციელი დაიღუპა, 3 თვის განმავლობაში 2 პოლიციელის დაღუპვა მოხდა, ამიტომ  ფონია შექმნილი, რომ კრიმინალი გაიზარდა. როცა დღე და ღამე ტელევიზიები ატრიალებენ, რომ მოკლეს,   უბედურება ხდება,  დაიქცა ქვეყანა, უბრალო მოქალაქე, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ კრიმინალი გაიზარდა.მაგრამ ჩვენ რამდენიმე დღეში გამოვაქვეყნებთ სტატისტიკას და ეს არის ევროპული რეკომენდაციებით გამოთვლილი, ეს არ არის ძველი მეთოდებით, მასში ევროპელი პროფესიონალები იყვნენ ჩართული, ექსპერტები. ასე რომ,  მარტო ჩვენი გაკეთებული არ არის და შარს ვერ მოგვდებენ, რომ ჩვენ რაღაცა შევცალეთ.ძალიან ცუდი ფაქტია, რაც ხდება მაგრამ ეს ყველაგან ხდება. ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში ხდება კრიმინალი. კრიმინალი  რომ არ იყოს, პოლიციაც არ იქნებოდა საჭირო",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics