|
2017-04-09 11:38:39, 1826 ნახვა
საზოგადოება
„იმედის კლინიკის“ ტერიტორიაზე მრავალპროფილიანი პედიატრიული საავადმყოფო გაიხსნა
სამშობიარო „იმედის კლინიკის“ ტერიტორიაზე მრავალპროფილიანი პედიატრიული საავადმყოფო გაიხსნა. პედიატრიულ საავადმყოფოში ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ყველა სამედიცინო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. სამშობიარო სახლისა და პედიატრიული საავადმყოფოს შერწყმით „იმედის კლინიკა“ დედათა და ბავშვთა მრავალპროფილიან სამედიცინო მომსახურების სტაციონარად გარდაიქმნება. განახლებული „იმედის კლინიკა“ 135 საწოლზეა გათვლილი და უახლესი სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი. კლინიკაში 265 თანამშრომელი, ამათგან 20-მდე მედიცინის დოქტორია დასაქმებული. „იმედის კლინიკას“ საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. ადგილზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დიპლომისშემდეგომ სწავლებას გადიან. მრავალპროფილიანი პედიატრიული კლინიკა დიდ დიღომში პირველია. ის ყველა სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული. ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)